Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, აშშ ფხენიანის


ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, აშშ ფხენიანის ბირთვულ პროგრამაზე დიპლომატიურ მოლაპარაკებას იყენებს

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, აშშ ფხენიანის ბირთვულ პროგრამაზე დიპლომატიურ მოლაპარაკებას იყენებს
ჩრდილოეთ კორეის "განიარაღებისა და მისი ბირთვული იარაღით განადგურების" მიზნით. ეს შეფასება გამოთქმულია კომუნისტური პარტიის გაზეთ "როდონ სინმუნის" დღევანდელ კომენტარში. წინა დღეს კი ფხენიანმა მოითხოვა სამოქალაქო დანიშნულებისათვის გამოსადეგი ბირთვული რეაქტორი, ვიდრე განახორციელებდეს ბირთვული იარაღის პროგრამის დემონტაჟს. ფხენიანის ეს კომენტარი ეჭვ ქვეშ აყენებს ორშაბათს პეკინში მიღწეულ გარღვევას მოლაპარაკებაზე ორი კორეის, აშშ-ის, რუსეთის, იაპონიისა და მოლაპარაკების მასპინძელი ჩინეთის დელეგაციების მონაწილეობით. პეკინში მიღწეული შეთანხმებით, ჩრდილოეთ კორეა უარს ამბობს ატომური იარაღის პროგრამაზე და სანაცლოდ იღებს დახმარებას ენერგეტიკის სფეროში და უსაფრთხოების გარანტიებს. აშშ-მა, იაპონიამ და რუსეთმა სამშაბათს მოუწოდეს ჩრდილოეთ კორეას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG