Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, მოულოდნელი ვიზიტით ბაღდადში ჩავიდა,

გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, მოულოდნელი ვიზიტით ბაღდადში ჩავიდა,
და ერაყს სტაბილიზაციის პროცესში გაეროს მხარდაჭერა აღუთქვა. ეს კოფი ანანის პირველი ვიზიტია ერაყში მას შემდეგ, რაც 2003 წელს შეერთებული შტატების მეთაურობით შექმნილმა სამხედრო კოალიციამ სადამ ჰუსეინი ხელისუფლებიდან ჩამოაგდო. ანანმა ერაყის პრემიერ-მინისტრთან, იბრაჰიმ ჯააფარისთან ერთად, პრეს-კონფერენცია გამართა: [ანანის ხმა]: "ჩვენ მთავრობასთან გარდამავალი პოლიტიკური პერიოდის უმტკივნეულოდ გავლის საკითხებში უკვე ვთანამშრომლობთ, და რა თქვა უნდა, მასთან მოახლოვებულ არჩევნებზეც ვიმუშავებთ. ჩვენ უშიშროების საბჭომ ცალსახად დაგვავალა ერაყის მთავრობასთან და ხალხთან ვითანამშრომლოთ – რათა ერაყმა საკუთარი მომავალი თავად განკარგოს, და მყარი, მშვიდობიანი საზოგადოება განავითაროს". ანანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ერაყის შიიტი, სუნიტი და ქურთი მოსახლეობის ერთმანეთთან შერიგების აუცილებლობას. ერაყის პრემიერ-მინისტრმა, იბრაჰიმ ჯააფარიმ, იმედი გამოთქვა, რომ სადამ ჰუსეინის ყოფილი მოადგილის, იზათ იბრაჰიმ დურის გარდაცვალება ამბოხებულებზე ნეგატიურ ფსიქოლოგიურ და ფინანსურ გავლენას მოახდენს. დურის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით ბაათის პარტიამ გაავრცელა. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით არ არის დადასტურებული. პარალელურად, ბაღდადის აღმოსავლეთში დღეს მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რამაც სულ ცოტა 4 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 20ზე მეტი პირი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG