Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის


ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის სასამართლოზე დღეს წარდგა პირველი მოწმე, რომელმაც

ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის სასამართლოზე დღეს წარდგა პირველი მოწმე, რომელმაც
ჩვენება მისცა 1982 წელს შიიტების წამებისა და დაკითხვის თაობაზე. აჰმედ ჰასანმა სასამართლოს უთხრა მასობრივი დაპატმირების, მისი მეზობლების დახოცვის თაობაზე, ასევე მისი ძმის წამების შესახებ, რომელშიც ჰუსეინის ორი მრჩეველი მონაწილეობდა. მან თქვა, რომ ჰუსეინმა თვითონ ესროლა საფერფლე თავში 15 წლის ახალგაზრდას. სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი განახლდა. თავიდან დაცვამ მოითხოვა პროცესის კანონიერების შესახებ წინასწარი განცხადების უფლება, რაზეც უარი მიიღო მოსამართლიგან. პროტესტის ნიშნად დაცვის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს. დატოვების დროს სადამი და მისი თანამოსაქმეები გაჰყვიროდნენ, რომ არ ცნობენ სასამარლოს კაენონიერებას. პაუზის დროს სასამართლომ გადაწყვიტა, ერთ-ერთი დამცველისთვის მიეცათ პროცესის კაენონიერების შესახებ თავისი აზრი გამოეთქვა და დაცვა დაბრუნდა დარბაზში. სადამ ჰუსეინს და 7 სხვა პირს ასამართლებენ, 1982 წელს, დუჯაილში, ჰუსეინზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ 140 პირის მოკვლის გამო.
XS
SM
MD
LG