Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისარელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი მდინარე


ისარელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ იერიხონში ჩავიდა,

ისარელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ იერიხონში ჩავიდა,
სადაც პალესტინის ავტონომიის მეთაურს მაჰმუდ აბასს შეხვდა. [ოლმერტის ხმა] “მე ჩამოვედი აქ, რათა პალესტინის ავტონომიის მეთაურ მაჰმუდ აბასთან ერთად განვიხილოთ პალესტინა-ისრაელის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ვიმედოვნებ, რომ მოკლე დროში ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებსი დაწყებას პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე.” ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ისრაელის ლიდერი პირველად სტუმრობს პალესტინას, რაც მოწმობს ისრაელის მხარდაჭერას პალესტინის ახალი ხელისუფლების მიმართ, რომელმაც მდინარე იორდანეს დასავლეთის სანაპიროზე დაიდო ბინა, მას შემდეგ, რაც “ჰამასის” დაჯგუფებამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება.
XS
SM
MD
LG