Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ერაყი შეთანხმდნენ ერთობლივი


აშშ და ერაყი შეთანხმდნენ ერთობლივი კომისიის შექმნაზე, რათა შეამოწმონ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელი სამოქალაქო პირების უსაფრთხოება.

აშშ და ერაყი შეთანხმდნენ ერთობლივი კომისიის შექმნაზე, რათა შეამოწმონ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელი სამოქალაქო პირების უსაფრთხოება.
ამ შინაარსის განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პერს-მდივანმა ტომ კეისის გააკეთა. მხარეები ერთობლივი კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც ამერიკელი დიპლომატების დამცველ კერძო ამერიკულ ფირმასთან დაკავშირებულმა ინციდენტმა 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქმე ეხება ფირმა "ბლეკუოტერს". კომისია შეამოწმებს ამ და სხვა ფირმების მუშაობას, მაშინ როცა ამერიკისა და ერაყის მხარეები გამოიძიებენ 16 სექტემბრის ინციდენტს. ერაყმა მუშაობისთვის აუცილებელი ლიცენზია ჩამოართვა "ბლეკუოტერს", ხოლო აშშ-მა შეწყვიტა ამერიკელი დიპლომატებისა და სხვა ოფიციალური სამოქალაქო პირების ხმელეთზე გადაადგილება ერაყში - გარდა ბაღდადში მდებარე, განსაკუთრებით უსაფრთხო "მწვანე ზონისა".
XS
SM
MD
LG