Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში რუსეთის ელჩის განცხადებით, კოსოვოსთან


ევროკავშირში რუსეთის ელჩის განცხადებით, კოსოვოსთან დაკავშირებით 10 დეკემბრისთვის

ევროკავშირში რუსეთის ელჩის განცხადებით, კოსოვოსთან დაკავშირებით 10 დეკემბრისთვის
განსაზღვრული ვადა არ ნიშნავს, რომ იმ დღეს უნდა დასრულდეს მოლაპარაკება კოსოვოს მომავალ სტატუსზე. რუსეთის ელჩ ვლადიმირ ჩიჟოვის თქმით, ეს ვადა გაეროს უშიშროების საბჭომ განსაზღვრა მოლაპარაკებისთვის, რომელსაც ევროკავშირი, რუსეთი და აშშ აწარმოებენ; ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკება უნდა დამთავრდეს. ამასთან, ჩიჟოვი მიუთითებს მოლაპარაკების პროცესში მიღწეული პროგრესისკენ. რუსეთი მხარს უჭერს სერბიას, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგია. ამასთან რუსეთი იმუქრება გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს გამოყენებით, თუ კოსოვოსთვის - გაეროს რეკომენდაციის შესაბამისად - შეზღუდული დამოუკიდებლობის მინიჭებას დააპირებენ.
XS
SM
MD
LG