Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი


გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი თანახმაა, კენიაში შექმნილი მძიმე ვითარების დასარეგულირებლად,

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი თანახმაა, კენიაში შექმნილი მძიმე ვითარების დასარეგულირებლად,
შუამავლის როლი შეასრულოს. გავრცელდა ცნობა, რომ კენიის ოპოზიცია მასობრივი საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს, რადგანაც უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან. ოპოზიციის ლიდერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალ კვირაში მათი მხარდამჭერები მრავალათასიან მიტინგებს გამართავენ და ქვეყნის პრეზიდენტის მვაი კიბაკის გადადგომას მოითხოვენ. ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს კვლავინდებურად მიაჩნიათ, რომ კენიაში 27 დეკემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. შეერთებული შტატებისა და აფრიკის კავშირის მიერ კრიზისის მოგვარების მცდელობამ შედეგები ჯერ ვერ გამოიღო. მას შემდეგ, რაც არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდა, კენიაში არეულობა დაიწყო, რასაც უკვე შეეწირა სულ ცოტა 500 ადამიანის სიცოცხლე.
XS
SM
MD
LG