ირანში გამოსცადეს შორ და საშუალო რადიუსში მოქმედი ცხრა რაკეტა.
გამოცდამ, ოფიციალური ინფორმაციით, წარმატებით ჩაიარა. მისი ფონია ირანის დაძაბული ურთიერთობა აშშ-თან და ისრაელთან ირანის ბირთვული პროგრამის გამო. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, გამოცდილ რაკეტებს შორის იყო "შაჰაბ 3", რომლის რადიუსიც 2000 კილომეტრს აღწევს, ანუ ისრაელის ტერიტორიასაც შეიძლება მიწვდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დღეს ბულგარეთში ვიზიტის დროს როგორც აღნიშნა, ირანული რაკეტების ბოლო გამოცდა აჩვენებს, რომ ირანიდან მომდინარე საფრთხე რეალურია.