Accessibility links

საპროტესტო აქციის დაწყებიდან მესამე კვირა იწურება

თბილისის ცენტრალური მაგისტრალები კარვებითა და საკნებით არის მოფენილი. ამ ტერიტორიას თბილისელებმა "კარვების ქალაქი" უწოდეს. ეს არის ქალაქი ყოველდღიური ცხოვრებით, ამბებითა და პრობლემებით. ქალაქს უკვე თავისი მუდმივი ბინადრებიც ჰყავს. როგორც ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, ყოველ ღამით "საკნების ქალაქში" არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი "პროვოკატორების ჯგუფები შედიან და საკნების ბინადართა პროვოცირებას ცდილობენ".
"არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადაიდგმება", განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ 30 აპრილს პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე, ნინო ბურჯანაძემ კი თქვა, რომ ოპოზიციამ ახლა უნდა დაიწყოს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქციები პერმანენტულად გაგრძელდეს.
აქციები მართლაც გრძელდება. დღისით მიტინგები და მანიფესტაციები, ღამეებს კი "საკნების ქალაქის" ბინადარნი თეთრი ცელოფანით შეფუთულ საკნებში ატარებენ.

ზვიად ნიკოლაიშვილის ფოტოები.

XS
SM
MD
LG