Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოჯოხეთის ქრონიკები - ფოტოგამოფენა ჩეჩნეთზე

“როცა მშვიდობა, ბოლოს და ბოლოს დაისადგურებს ჩეჩნეთში, მნიშვნელოვანია, - ჩვენს საუკუნეში მაინც - რომ ხშირად დავუბრუნდეთ ამ ტრაგედიას, დაახლოებით ისე, როგორც ვუბრუნდებით გულაგისა და ჰოლოკოსტის ტრაგედიებს. რადგან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ამ აურაცხელ, უკიდურესად სასტიკ დანაშაულთა ხარისხი მხოლოდ მსხვერპლის რაოდენობით არ განისაზღვრება. ის განისაზღვრება კაცობრიობის იმ ნაწილის წარმომადგენელთა მორალური დაცემის ხარისხით, რომელიც ამ დანაშაულისთვის არის პასუხისმგებელი; და გულგრილობის ხარისხით მეორე ნაწილისა, რომელიც, თუმცა არა უშუალოდ, მაგრამ მაინც პასუხისმგებელია - იმით, რომ არათუ არ სცადა დანაშაულის აღკვეთა, არამედ მის დანახვაზეც კი უარი განაცხადა.”
ეს სიტყვები თბილისში გახსნილი ფოტოგამოფენის ორგანიზატორებს ეკუთვნით. გამოფენა, რომლის მოწყობის თაოსანია ამერიკაში მოღვაწე რუსი ფოტოგრაფი, ყოფილი საბჭოთა დისიდენტი სერგეი მელნიკოვი, ჩეჩნეთის ომის საშინელებას ასახავს. სურათების ავტორი რუსი ფოტოგრაფი ნატალია მედვედევაა. გამოფენა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნას ეძღვნება.


ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG