საზოგადოებრივი აზრი უმრავლესობის აზრია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სწორედ საზოგადოებრივი აზრი განაპირობებს ადამიანების, ან ადამიანთა ჯგუფების მარგინალიზაციას, მათ გარიყვას ამავე საზოგადოებისგან.
მიუხედავად ამისა, ტოტალიტარულ ქვეყნებშიც კი იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ამ აგრესიულ უმრავლესობას დაუპირისპირდნენ. სწორედ მათ გაიხსენებს გიორგი გვახარიას საავტორო პროგრამის, „წითელი ზონის“ მორიგი გადაცემის სტუმარი, თეოლოგი ვასილ კობახიძე.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.