აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს გენერალ სტენლი მაკკრისტალს
შეხვდება. ობამამ განაცხადა, რომ სურს პირადად გენერალ მაკკრისტალს მოუსმინოს,
ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადადგამდეს, მათ შორის - გენერლის გათავისუფლების ჩათვლით.
მაკკრისტალმა ბოდიში მოიხადა ჟურნალ ”როლინგ სტოუნზში” გამოქვეყნებული სტატიის გამო,
სადაც მისი სიტყვების ციტირებაა და გენერალი ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და
ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილ რიჩარდ ჰოლბრუკზე უარყოფით
კომენტარს აკეთებს.
ყველაზე პოპულარული
1