თბილისში ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე დააპატიმრეს. შსს-ს განცხადებით, ე.წ. ქურდული ტრადიციების მიმდევრობისთვის დემეტრაძესთან ერთად დაკავებულნი არიან დავით გაგნიძე და კახა მისირელი. სამინისტროს ცნობით, მათ აღმოუჩინეს ერთ-ერთი მოქალაქისაგან მიღებული 40 700 დოლარი, რომელიც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, მის მიერ სხვა პირთან არალეგალური წესით წაგებული 140 000 დოლარის ნაწილი იყო. შსს-ს იუწყება, რომ თანხის მიღების პროცესში უკრაინიდან სატელეფონო საუბრებით მონაწილეობდა ადრე ნასამართლევი ვატო ყიფიანი, რომელიც დაკავებულთა მეშვეობით და ე.წ. ქურდული გარჩევებით ამ თანხის მიღებას ცდილობდა. სამართალდამცავთა ცნობით, დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოუჩინეს.