Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს


ე.წ. ქურდული ტრადიციების მიმდევრობის ბრალდებით ხუთშაბათს დაკავებული 3 პირი, მათ შორის ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. მათთვის წინასწარი 2-თვიანი პატიმრობის შეფარდების განაჩენს ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასჩივრებენ. რაც შეეხება ამჟამად უკრაინაში მყოფ ვატო ყიფიანს, რომელსაც ანალოგიური ბრალდებით, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს, მისმა ადვოკატმა გიგა ზირაქიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ყიფიანი თავს ე.წ. ქურდული ტრადიციების მიმდევრად არ მიიჩნევს. ადვოკატის ცნობით, ვატო ყიფიანი, რომელსაც 2004 წელს, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების კომისიამ აგვისტოს ომის შემდეგ გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG