Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს უნგრეთში ტოქსიკური ნივთიერების დაღვრასთან დაკავშირებით


ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს უნგრეთში ტოქსიკური ნივთიერების დაღვრის გამო, რასაც შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვეს სხვა ქვეყნებშიც. ევროკავშირის პრეს-მდივნის განცხადებით, ბლოკი მზად არის დასახმარებლად, თუ კატასტროფა უფრო ფართო მასშტაბს შეიძენს. დასავლეთ უნგრეთში ტოქსიკური წითელი შლამის დაღვრის შედეგად რამდენიმე სოფელი დაიტბორა, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 120 ადამიანი. ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ექვსი ადამიანი მას შემდეგ, რაც ორშაბათს ქალაქ აიკის ალუმინის ქარხნის რეზერვუარი გასკდა და ტოქსიკური ნარჩენები გადმოიღვარა. ტოქსიკური მასის დაღვრა იწვევს შიშს, რომ ის მდინარე დუნაიმდე ჩააღწევს, დუნაი კი, უნგრეთის შემდეგ ხორვატიის, სერბიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე მიედინება, შავ ზღვას მიერთებამდე.
XS
SM
MD
LG