Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილებმა კობა სუბელიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყეს


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის გადადგომის მოთხოვნით, დევნილებმა სამინისტროსთან პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყეს. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელმა დავით მალაზონიამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მინისტრს ერთი კვირის წინ გაუგზავნეს წერილობითი შეკითხვები იმის შესახებ, თუ როდის დაუკანონდებათ ფართები და როდის დაკმაყოფილდებიან სხვადასხვა შენობიდან გასახლებული დევნილები ახალი საცხოვრებლით. სუბელიანისთვის პასუხის გასაცემად დაწესებული ერთკვირიანი ვადა დღეს ამოიწურა და იმის გამო, რომ დევნილთა განცხადებით, პასუხი ვერ მიიღეს, მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. თავის მხრივ, სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი კოპალეიშვილმა ჟურნალისტებთან განუცხადა, რომ მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის რეგიონებში გადაცემას და დაკანონებას ითვალისწინებს, და ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამინისტროს მიმართოს. საპროტესტო აქციის მონაწილე დევნილები ირწმუნებიან, რომ სამინისტროსგან რეგიონებში შეთავაზებულ შენობებში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG