Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უარყოფს ცუდ მოპყრობას ვიკილიკსის გაჟონვაში ეჭვმიტანილის მიმართ


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ცნობებს, რომ ჯარისკაცს, რომელიც საიდუმლო დოკუმენტების ვიკილიკსისთვის გადაცემაშია ეჭვმიტანილი, ცუდად ეპყრობიან ციხეში ყოფნის პერიოდში - სადაც ის შესაძლო ტრიბუნალს ელის. გავრცელებული ცნობებით, ბრედლი მენინგი დღეღამეში სულ მცირე 23 საათს მარტო ატარებს, დაახლოებით ექვსი კვადრატული მეტრის სიდიდის საკანში. თავდაცვის სამინისტროს თქმით, მენინგი სარგებლობს იმავე პირობებით, რომლებიც „მაქსიმალური უსაფრთხოების“ საკნებში მყოფ ყველა პატიმარზე ვრცელდება.
XS
SM
MD
LG