Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეტერანთა აქციას რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა


თბილისში შიმშილობის აქციას განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები. მათ უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გამო საპროტესტო აქცია 27 დეკემბრიდან დაიწყეს. ვეტერანთა აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და საზოგადოებრივმა მოძრაობამ. თავისუფალი დემოკრატების წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე სამარცხვინო უწოდა იმ ფაქტს, რომ გმირთა მოედანზე, სამ მილიონ ლარად აღმართული ობელისკის მახლობლად ვეტერანები შიმშილობენ და სახელმწიფოსგან ელემენტარულ ყურადღებას ითხოვენ. თავისუფალი დემოკრატები ამჟამად ამზადებენ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც შეეხება ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულ ადამიანებს და პირებს, რომლებიც სამართალდამცავ სტრუქტებში მსახურობდნენ. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე წარედგინება.
XS
SM
MD
LG