Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო ნიდერლანდს ადანაშაულებს სრებრენიცასთან დაკავშირებით


ნიდერლანდის სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა სრებრენიცაში 1995 წელს სამი ბოსნიელი მამაკაცის სიკვდილზე. ამის შესახებ განაცხადა ნიდერლანდის სააპელაციო სასამართლომ, ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში 1995 წლის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული გარემოებების განხილვის საფუძველზე. გაეროს სრებრენიცა გამოცხადებული ჰქონდა უსაფრთხო რაიონად, რომელსაც ნიდერლანდის სამშვიდობო ძალები იცავდნენ, როცა ქალაქში ბოსნიელი სერბების ჯარები შეიჭრნენ და 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს. როგორც ნიდერლანდის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, ნიდერლანდის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეკისრება იმის გამო, რომ სრებრენიცაში განთავსებულ ნიდერლანდელ მშვიდობისდამცველებს ბოსნიელი სერბების ჯარებისათვის არ უნდა გადაეცათ სამი ბოსნიელი მამაკაცი. სასამართლოს დადგენილებით, დაღუპულების ოჯახებს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ. სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვარაუდობენ, რომ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის სხვა მსხვერპლიც მოითხოვს კომპენსაციას ნიდერლანდისაგან.
XS
SM
MD
LG