Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში ეგზიტპოლები მიანიშნებს პრორუსული პარტიის გამარჯვებაზე


ლატვიაში ეგზიტპოლები მიანიშნებს, რომ შაბათს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ლიდერობს პრორუსული პოლიტიკური ორგანიზაცია სახელწოდებით „თანხმობის ცენტრის პარტია“. თუმცა, მან, როგორც ჩანს, ვერ მოიპოვა მანდატების უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში. თანხმობის ცენტრი მხარდაჭერას უცხადებს ლატვიის რუსულენოვან უმცირესობას, რომელიც მოსახლეობის მესამედს შეადგენს. თანხმობის ცენტრს მოჰყვება ახლად შექმნილი რეფორმების პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი. ვადამდელი არჩევნები საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ივლისში ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეების 90 პროცენტზე მეტი მიემხრო საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნას კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. ლატვიას, რომელიც მძიმედ დააზარალა ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა, უმუშევრობის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს ევროკავშირის წევრებს შორის.
XS
SM
MD
LG