Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუ: პალესტინელები ამაოდ სთხოვენ გაეროს სახელმწიფოებრიობის აღიარებას


ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიაჰუს აზრით, პალესტინელების ლიდერები ვერ მოიპოვებენ წარმატებას პალესტინელების სახელმწიფოს აღიარების თხოვნით გაეროსადმი მიმართვის შედეგად. პალესტინელების ლიდერები მომავალ კვირაში აპირებენ ასეთი განაცხადის შეტანას. როგორც ნეტანიაჰუმ დღეს განაცხადა იერუსალიმში, მთავრობის სხდომაზე, მას სჯერა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო არ დაუჭერს მხარს პალესტინელების სახელმწიფოს აღიარებას, ხოლო რაც შეეხება გაეროს გენერალურ ასამბლეას, მან რომ მიიღოს კიდეც რეზოლუცია, რომლითაც პალესტინას მიანიჭებდა არაწევრი „სახელმწიფოს“ სტატუსს (არაწევრი „ერთეულის“ სტატუსის ნაცვლად), ეს ზომა უშედეგო იქნება. „არსებობს გაეროს პარლამენტიც. ამ პარლამენტს ეწოდება გენერალური ასამბლეა და იქ თითქმის ნებისმიერი რეზოლუციის მიღებაა შესაძლებელი. შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება, რომ მზე დასავლეთიდან ამოდის და აღომასვლეთში ჩადის“, განაცხადა ნეტანიაჰუმ. პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ამბობს, რომ აპირებს, სრულუფლებიანი წევრის სტატუსი სთხოვოს გაეროს, მომავალ კვირაში გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას. შეერთებულ შტატებს მინიშნებული აქვს, რომ ვეტოს გამოიყენებს გაეროს უშიშროების საბჭოში პალესტინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამასთან, ზოგი ქვეყანა, მათ შორის არაბული ლიგის სახელმწიფოები, ნორვეგია და რუსეთი ემხრობიან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას.
XS
SM
MD
LG