Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში გაიმართა გერმანიისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა


თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული დღეს ბერლინში შეხვდა თავის გერმანელ კოლეგა კრისტიან ვულფსა და მასპინძელი ქვეყნის სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს. ვულფთან შეხვედრის შემდეგ, გიულმა განაცხადა, რომ თურქეთს შეუძლია „დიდი წვლილის შეტანა ევროპაში“. თურქეთი არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ მის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნევს „პრივილეგირებული პარტნიორობის“ სტატუსს, თურქეთის სრულუფლებიან წევრად მიღების ნაცვლად. გიული სამშაბათს შეხვდება მერკელს. თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტისას განხილავენ გერმანიაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი თურქებისათვის მნიშვნელოვან საკითხებსაც. ამ ქვეყანაში სამ მილიონამდე ეთნიკური თურქი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG