Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელები სახელმწიფოებრიობის მხარდამჭერ აქციას მართავენ


ათასობით პალესტინელი შეიკრიბა დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რათა მხარი დაუჭირონ პალესტინის, როგორც გაეროს 149-ე წევრ სახელმწიფოდ გახდომას. მსვლელობები მოეწყო რამალაში, ნაბლუსში, ჰებრონსა და ბეთლემში. დღეს ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტი პალესტინის ეროვნული მთავრობის თავმჯდომარეს მაჰმუდ აბასსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ვაშინგტონსა და თელ-ავივს სურთ, რათა პალესტინამ უარი თქვას გაეროში გაწევრიანების განაცხადის შეტანაზე და ამის ნაცვლად განაახლოს პირდაპირი მოლაპარკება ისრაელთან. მაჰმუდ აბასი გეგმავს, რათა სახელმწიფოებრიობის ცნობი შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეას ოფიციალურად მიმართოს პარასკევს, როდესაც გაეროში მისი გამოსვლა იგეგმება.
XS
SM
MD
LG