Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ”ჰერკულესში” გაფიცვის შესახებ


26-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმსაც წარმოადგენენ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის პროფკავშირების გაფიცული და მოშიმშილე წევრების ძალით დაშლისა და დაკავების გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ საგაფიცვო პროცედურები სრულად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, სამართალდამცავების გადაწყვეტილება გაფიცვის დაშლის შესახებ კი, კანონიერ საფუძველს იყო მოკლებული. 26 არასამთავრობო ორგანიზაცია გმობს სამართალდამცავი ორგანოების კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას და მიიჩნევს, რომ ხელყოფილ იქნა გაფიცვის, გაერთიანების თავისუფლების, კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, შეკრების და შრომის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები. არასამთავრობო სექტორმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეშად ჩარევა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მომხდარის სრულად და ობიექტურად გამოძიება კანონდამრღვევი პირებისადმი ადეკვატური ზომების მისაღებად. 26-მა ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ირგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, დაინტერესდნენ და შესაბამისად შეაფასონ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება.
XS
SM
MD
LG