Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროებითი საბჭო: კადაფის პერიოდის „აკრძალულ შეიარაღებას“ ვაკონტროლებთ


ლიბიის დროებითი ეროვნული საბჭოს ლიდერის განცხადებით, ქვეყნის ახალი მმართველები აკონტროლებენ მუამარ კადაფის რეჟიმის პერიოდის შეიარაღებას, რომელიც საერთაშორისოდ არის აკრძალული. მუსტაფა აბდულ ჯალილის ამ განცხადებას ერთი დღით უსწრებდა წინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასტური, რომ სამხრეთის ქალაქ საბჰაში ურანი ინახება. ჯალილმა დღეს განაცხადა, „ეს შეიარაღება ვადანსა და საბჰას შორის“ არის განთავსებულიო - და დასძინა, რომ საბჭო აპირებს ამ შეიარაღების ნეიტრალიზების მიზნით ლიბიელ ექსპერტებს და საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვოს დახმარება.
XS
SM
MD
LG