საქართველოს პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში უგულებელყოფილია ხალხის აზრი, იდევნება პროფკავშირები და მოსახლეობის 50% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტთან პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მანიფესტაცია გაიმართა, რომელზეც გააპროტესტეს საქართველოში მოქმედი დისკრიმინაციული შრომითი კოდექსი. "ღირსეული შრომის დღისადმი" მიძღვნილ აქციაზე მიიღეს სპეციალური მანიფესტი, რომელიც პარლამენტსა და საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ. მანიფესტში საუბარია ქუთაისელი მეტალურგების უფლებების დარღვევასა და მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ასევე აღნიშნულია ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონიც. პროფკავშირებმა გააპროტესტეს შეუსაბამობა შრომის კოდექსის ნორმებს შორის, შრომის არაადამიანური პირობები, ათასობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება, უმუშევრობის შემწეობის არარსებობა, საბავშვო ბაღებში გადასახადების შემოღება, ასევე დენისა და ნაგვის გადასახადების გაერთიანება.
ყველაზე პოპულარული
1