Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინასთან დამარცხდა


საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები არგენტინასთან 7:25 დამარცხდა და ამით დაასრულა მსოფლიო თასის ასპარეზობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ქართველი ბორჯღალოსნების გამარჯვებით - 7:5 დასრულდა, მეორე ტაიმში მოწინააღმდეგის ნაკრებმა უკეთ ითამაშა და საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებს 18-ქულიანი სხვაობით სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასის გათამაშების "B" ჯგუფში ასპარეზობდა და ოთხი ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა. მან მხოლოდ რუმინეთს სძლია. "B" ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ინგლისისა და არგენტინის გუნდები გავიდნენ. ქართველი ბორჯღალოსნები სამშობლოში 4 ოქტომბერს დაბრუნდებიან
XS
SM
MD
LG