Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი საფრანგეთს მოუწოდებს, თვალი გაუსწოროს საკუთარ კოლონიურ წარსულს


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ დღეს საფრანგეთს მოუწოდა, თვალი გაუსწოროს საკუთარ კოლონიურ წარსულს. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთს მოუწოდა, გენოციდად აღიაროს სომეხთა დახოცვა 1915 წელს. საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს, სომხეთში ვიზიტისას გამოვიდა თურქეთისადმი მოწოდებით, რომ თვალი გაუსწოროს საკუთარ წარსულს. სარკოზის თქმით, ის შესაძლოა, საფრანგეთში გამოვიდეს ინიციატივით, რომ დანაშაულად გამოცხადდეს გენოციდის უარყოფა. მოგვიანებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთს მართებს, თვალი გაუსწოროს საკუთარ კოლონიურ წარსულს, ვიდრე სხვებს ასწავლიდეს, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ წარსულის მიმართ. სომხეთი აცხადებს, რომ 1,5 მლნ სომხის სიცოცხლე შეიწირა გენოციდმა ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. თურქეთი არასწორად მიიჩნევს ამ რიცხვს და უარყოფს გენოციდის ბრალდებას. საფრანგეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებმაც გენოციდად აღიარეს სომხების დახოცვა.
XS
SM
MD
LG