Accessibility links

პოლონეთში მმართველი კოალიცია სავარაუდოდ შენარჩუნდება


პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში სავარაუდოდ დარჩება მმართველი მემარჯვენეცენტრისტული კოალიცია, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პარტია ”სამოქალაქო პლატფორმასა” და პოლონეთის სახალხო პარტიისაგან შედგება. ხმების ორი მესამედის დათვლის შედეგად ”სამოქალაქო პლატფორმა” ლიდერობს ხმების 36 პროცენტით. ოპოზიციური კონსერვატიული პარტია ”სამართალი და სამართლიანობა”, რომელსაც ექს-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს, ხმების 30 პროცენტს აგროვებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG