ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომლის სრული ტექსტი დღეს ბევრმა ქართულმა გაზეთმა და საიონფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. ბიზნესმენი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ჩაერთვება პოლიტიკაში და აუცილებლად გაიმარჯვეს. ივანიშვილი განცხადებაში პირადად მიმართავს ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს, მათ შორის შალვა რამიშვილს, ვანო მერაბიშვილს, სოზარ სუბარს და თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს. რაც შეეხება პოლიტიკურ ალიანსებს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ "რესპუბლიკურ პარტიასთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" აპირებს თანამშრომლობას, თუმცა ”რესპუბლიკელებთან” მას შეკითხვები მაინც აქვს.
ყველაზე პოპულარული
1