ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს აჭარის რეგიონში თანამშრომლობა შესთავაზა რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წევრმა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ემსახურე საქართველოს" ხელმძღვანელმა მურმან დუმბაძემ. მან ბათუმში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მიესალმება ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიიის შექმნის გადაწყვეტილებას და სთავაზობს პოლიტიკურ პარტნიორობას და თანამშრომლობას აჭარაში პარტიული სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად.