Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიელმა მეკობრეებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს საქართველოს 12 მოქალაქე


ნიგერიელმა მეკობრეებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს ტანკერ Cape Bird-ის ეკიპაჟის 20 წევრი მათ შორის, საქართველოს 12 მოქალაქე. მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი, რომლის მფლობელი გერმანული კომპანია Columbia-ა, ნიგერიელმა მეკობრეებმა 8 ოქტომბერს, ლაგოსის სანაპიროსთან დაატყვევეს. საქართველოს გარდა, ეკიპაჟის წევრები არიან ლატვიის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები. ტანკერის მფლობელი კომპანიის ინფორმაციით, ყველა მეზღვაური ჯანმრთელადაა და სამედიცინო დახმარება არ სჭირდება. ეკიპაჟის გასათავისუფლებლად მეკობრეებთან მოლაპარაკება გამართეს გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ნიგერიაში ჰამბურგიდან ჩავიდნენ. მეზღვაურთა გათავისუფლების სანაცვლოდ მეკობრეებმა ტანკერის ტვირთი, 37 ათასი ლიტრი ბენზინი მიიღეს.
XS
SM
MD
LG