Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის პორტში შევიდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი


დღეს ბათუმის პორტში შევიდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი Philippine Sea, რომლის ეკიპაჟის წევრები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ხვალ ერთობლივ წვრთნას გამართავენ. საქართველოში აშშ-ის საელჩოს განმარტებით, სამხედრო გემის ვიზიტი ნაწილია შეერთებული შტატების არმიის, საზღვაო ძალების ევროპული სარდლობის და მე-6 ფლოტის სტრატეგიისა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული სტაბილურობისა და საზღვაო პარტნიორობის განმტკიცებას. ამერიკული სამხედრო გემი Philippine Sea საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 20 ოქტომბერს დატოვებს.
XS
SM
MD
LG