Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკურ კვეზერელმა მინისტრის პოსტი დატოვა


სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა თანამდებობა დატოვა. ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბრიფინგზე განაცხადა. განხორციელებული საკადრო ცვლილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა სამეგრელოსა და ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა ზაზა გოროზიამ დაიკავა. როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, „ბაკურ კვეზერელის მინისტრობის პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროში წარმატებები იყო, თუმცა დადგა დრო, როცა საჭიროა ახალი“. თუმცა ოპონენტები კვეზერელს წარუმატებელ მინისტრს უწოდებდნენ და ხშირად აკრიტიკებდნენ მას არაკომპეტენტურობისა და აგრარულ სფეროში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო.
XS
SM
MD
LG