Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვორკოვიჩი: ვმო-სთან მიმართებაში საქართველო არარეალურ მოთხოვნებს აყენებს


რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხის ირგვლივ საქართველო ჩვენ შეუძლებელს გვთხოვს და ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რომელთა შესრულებაზეც რუსეთი არასოდეს არ წავა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა. დვორკოვიჩის თქმით, საქართველო მოითხოვს რაღაც "გაურკვევლობების აღიარებას ორი ქვეყნის სტატუსთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენ უკვე ვაღიარეთ - ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართებაში". სწორედ ამის გამო, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი ღიად რჩება. ეს კი ყველასათვის უარესი იქნება: ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც," -აცხადებს დვორკოვიჩი, თუმცა გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოსათან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.
XS
SM
MD
LG