Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი ავღანეთში უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე საუბრობს


პენტაგონის ანგარიშის თანახმად, თალიბანის იერიშები კლებულობს ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე. კონგრესისადმი წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ისა და მოკავშირეების წარმატებამ უზრუნველყო უსაფრთხოება ქვეყნის სამხრეთსა და სხვა რეგიონებში, მაშინ როცა თალიბებმა ვერ მოახერხეს დაებრუნებინათ მათი ყოფილი გამაგრებული პუნქტები ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებში. პენტაგონის ანგარიში მოიცავს 1 აპრილიდან 30 სექტემბერამდე პერიოდს, რომლის დროსაც „მტრის მიერ წარმოებული იერიშების“ რაოდენობა იყო 2 500, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი იყო 4000 - იერიში. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ მეამბოხეებს ძლიერი ბანაკები აქვთ პაკისტანში, ისევე როგორც ნაკლოვანებები აქვს ავღანეთის მთავრობასაც, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ყოვლისმომცველ პროგრესს.
XS
SM
MD
LG