Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერი აქებს ლიბიაში წარმატებული მისიის დასრულებას


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ლიბიელები შეაქო მათი „გაბედულებისა“ და „შეუპოვრობისათვის“, ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის წინააღმდეგ ამბოხებაში. რასმუსენი ამ შეფასებით გამოვიდა ტრიპოლიში, სადაც დღეს ჩავიდა, ლიბიაში ნატოს სამხედრო მისიის ოფიციალურად დასრულებამდე (თბილისის დროით, ღამის 2 საათამდე) რამდენიმე საათით ადრე. რასმუსენის განცხადებით, ის „ამაყობს ნატოს როლით“, რომელიც ალიანსმა შეასრულა ლიბიელი მეამბოხეების დახმარებით. ნატოს ჯარებმა მარტში დაიწყეს სამხედრო მისია გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით, დაეცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა კადაფის ჯარებისაგან. ლიბიის ახალმა, დროებითმა ხელისუფლებამ ქვეყანა გათავისუფლებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 20 ოქტომბერს შეიპყრეს და მოკლეს მუამარ კადაფი.
XS
SM
MD
LG