Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ოცეული შეთანხმდა სავალუტო ფონდის რესურსების გაზრდაზე


დიდი ოცეულის ლიდერები შეთანხმდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების გაზრდაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ქალაქ კანში, დიდი ოცეულის სამიტის ბოლოს განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს მეტი ძალა უნდა ჰქონდეს ფინანსური პრობლემების მქონე ქვეყნების დასაცავად. „ჩვენ ვივალდებულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაძლიერება, თუ თავს იჩენს ამის საჭიროება. და ჩვენ შევქმენით პირობები ამ მიზნის მისაღწევად. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს სისტემური საფრთხეებისაგან დამცავ სტრუქტურაში", განაცხადა სარკოზიმ და დასძინა, რომ თებერვლის მიწურულს შეათანხმებენ გეგმის დეტალებს. ევროკომიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს განმარტებით, გაზრდილი რესურსები საჭიროა არა მარტო ევროზონის წევრების, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების დასაცავადაც.
XS
SM
MD
LG