Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბულმა ლიგამ სირიას შეხვედრებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა


არაბულმა ლიგამ კენჭი უყარა სირიისათვის ლიგის შეხვედრებში მონაწილეობის შეჩერებას, ვიდრე დამასკო არ შეასრულებს უწინდელ დადგენილებას, შეწყვიტოს სისხლიანი ძალადობა ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეთა წინააღმდეგ. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დადგენილებაში, რომელიც ყატარის პრემიერ-მინისტრმა ჰამად ბინ იასემ ალ ტანიმ წაიკითხა, აკრძალვა სამშაბათიდან შევა ძალაში. არაბულმა ლიგამ ასევე მოუწოდა არაბ ელჩებს, რათა დატოვონ დამასკო. ალ ტანის თქმით, ორგანიზაციაში შემავალი 18 ქვეყანა დათანხმდა გადაწყვეტილებას, წინააღმდეგი წავიდნენ ლიბანი, იემენი და სირია. ერაყმა თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG