Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტულ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები მოეწყო


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი რუსული ენის სტატუსის შესახებ ჩატარდა. ეს გამოცხადდა მას მერე, რაც მონაწილეთა 50 პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო უბნების დახურვამდე.
არჩევნებში ჩართულია 11 კანდიდატი. ფავორიტებად მიიჩნევენ საგანგებო ვითარებათა უწყების ხელმძღვანელ ანატოლი ბიბილოვს, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს და კავშირების და ინფორმაციის სამინისტროს ხელმძღვანელს, გიორგი კაბისოვს, ისევე როგორც ოპოზიციონერს, განათლების ყოფილ მინისტრს, ალა ჯიოევას. დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებს მეთვალყურეობას უწევს 73 უცხოელი ექსპერტი. საარჩევნო კომისიის მიერ ხმის უფლების მქონე 52 ათასია ადამიანია რეგისტირირებული. საარჩევნო უბნები დაიხურება 20 საათზე. პირველ წინასწარ შედებს 23 საათზე გამოაცხადებენ.
XS
SM
MD
LG