Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო აპირებს, საზღვაგარეთ მიმართოს სასამართლოს


უკრაინის ყოფილი პერმიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო აპირებს, საზღვარგარეთ მიმართოს სასამართლოებს. მისი ადვოკატის, სერგეი ვლასენკოს განცხადებით, ტიმოშენკო განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის საჩივრის შეტანას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. უკრაინის სასამართლომ შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა ტიმოშენკოს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნო პრემიერ-მინისტრობის დროს უფლებამოსილების გადამეტებაში, რუსეთიდან გაზის იმპორტზე კონტრაქტის ხელმოწერით. ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ვლასენკოს განმარტებით, მის კლიენტს დიდი იმედი არა აქვს, რომ უკრაინის სააპელაციო სასამართლო შეცვლის განაჩენს. პატიმრობის მისჯის შემდეგ ტიმოშენკოს წაუყენეს ახალი ბრალდებები - მას ფულის მითვისებასა და გადასახადების გადაუხდელობაშიც ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG