Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქმენეთს ეწვია


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე თურქმენეთს ეწვია ენერგომომარაგებაზე მოსალაპარაკებლად. ვესტერველე განიხილავს ადამიანის უფლებების საკითხსაც. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დღის წესრიგის მთავარი თემაა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაზსადენის გაყვანას კასპიის ზღვის რესურსების ევროპულ ბაზარზე გასატანად. ვესტერველე და თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი მსჯელობენ ამ გაზსადენის პროექტში თურქმენეთის შესაძლო მონაწილეობაზე. საქმე ეხება „ნაბუკოს“ სახელწოდებით ცნობილ პროექტს, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულდეს და რომლითაც გამიზნულია რუსეთის ენერგორესურსებზე ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულების შემცირება.
XS
SM
MD
LG