Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა


თბილისში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა რევაზ დემეტრაშვილის მიმართ. ნაფიცმა მსაჯულებმა რევაზ დემეტრაშვილი გაამტყუნეს წარდგენილ ხუთივე ბრალდებაში. დემეტრაშვილს მსაჯვრად დაედო ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში თანამონაწილეობა. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ნაფიცი მსაჯულები მას არ განსაზღვავენ, მათ მხოლოდ გამოაქვთ გამამტყუნებელი ან გამამართლებელი ვერდიქტი, სასჯელს კი მოსამართლე განსაზღვრავს. სასჯელის შეფარდების მიზნით სასამართლო სხდომა ხვალ, 10.00 საათისთვის დაინიშნა, სადაც გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე ნინო სანდოძე. პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ნაფიცი მსაჯულებიც.
XS
SM
MD
LG