Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია პროკურატურას "ბათუმელების" ჟურნალისტის საქმეზე რეაგირებისკენ მოუწოდებს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, ქმედითი რეაგირება მოახდინოს გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტის საქმეზე. საია მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უხეშად დაარღვიეს კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობა, რადგან არ შეადგინეს აქტი გამოძახების შესახებ. მანამდე, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა მიაკვლიეს იმ პირს, რომელიც, გაზეთის მტკიცებით, 2009 წელს თედო ჯორბენაძეს შანტაჟის გზით აიძულებდა სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა. გაზეთის თანამშრომლებმა ამ პირის საცხოვრებელ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, გაზეთ „ბათუმელების“ წარმომადგენელთა განცხადებით, საპატრულო პოლიციამ არ გააფორმა სათანადო აქტი და გამოძახების ადგილი მიატოვა.
XS
SM
MD
LG