Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება გამოეხმაურა დმიტრი მედვედევის განცხადებას


საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ აგვისტოს ომის დაწყების კიდევ ერთ დასტურად მიიჩნევს პრეზიდენტ მედვედევის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ 2008 წელს კავკასიაში რუსეთის გადამწყვეტი მოქმედებების გარეშე, ნატოს საზღვრები საგრძნობლად გაფართოვდებოდა და ზოგიერთი ქვეყანა სავარაუდოდ, უკვე ალიანსის წევრი იქნებოდა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის შეფასებით, "მედვედევის ბოლო განცხადებით კიდევ ერთხელ ცინიკური ფორმით გაცხადდა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზეზები.” თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ "ეს არის კიდევ ერთი ნიშანი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, როგორი აგრესიული მიზნები ამოძრავებს რუსეთის დღევანდელ რეჟიმს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ.” მანანა მანჯგალაძის თქმით, რუსეთის აგრესიული რიტორიკის მიღმა იმალება დაცინვა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ნორმებისა და წესების მიმართ.
XS
SM
MD
LG