Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა ჯიოევამ ულტიმატუმით მიმართა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს


ალა ჯიოევა
ალა ჯიოევა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა ალა ჯიოევამ, რომელიც თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, ულტიმატუმით მიმართა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს.

ჯიოევა კოკოითისგან მოითხოვს, 18 საათისთვის გააუქმოს სასამართლოს გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და პარლამენტის დადგენილება განმეორებითი არჩევნების 25 მარტს დანიშვნის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალა ჯიოევა მოვლენათა განვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

გასულ ღამით ჯიოევამ უმაღლეს სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ანულირება მისი გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმად 27 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურის შედეგები არალეგიტიმურად გამოცხადდა. თავის მხრივ, სასამართლომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარჩელს ორშაბათს განიხილავს.
XS
SM
MD
LG