Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ერაყიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს მიესალმა


ერაყში 9 წლიანი ომის დასრულების აღნიშვნის სიმბოლურ დღესასწაულზე, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირადად მიესალმა ერაყიდან დაბრუნებულ ბოლო რამდენიმე ქვედანაყოფს. ბარაკ ობამამ ჩრდილოეთ კაროლინაში ფორტ ბრეგის ბაზაზე სიტყვით მიმართა სპეცდანიშნულების სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეებს და მათ შინ დაბრუნება მიულოცა.
„როგორც თქვენმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მადლიერი ერის სახელით, ბოლოს მინდა სიამაყით გითხრათ ეს ორი სიტყვა და მჯერა, რომ თქვენი ოჯახებიც მხარს ამიბამენ: კეთილი იყოს სახლში თქვენი დაბრუნება. კეთილი იყოს სახლში თქვენი დაბრუნება.“ სამშაბათს ობამამ აღნიშნა, რომ ომის წარმოება ვაშინგტონს მთლიანობაში ერთი ტრილიონი დოლარი დაუჯდება. ერაყში სამხედრო ოპერაციის დასრულებით ობამამ შეასრულა ის დაპირება, რომლითაც მან 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ერაყის ომში აშშ-ის 4500 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG