Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროსი კიწმარიშვილი 7 მილიონ დოლარს მოითხოვს ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლებისგან


”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი 7 მილიონ დოლარს მოითხოვს ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლებისგან და მათ სასამართლოში ორშაბათს უჩივლებს. როგორც დღეს კიწმარიშვილმა განაცხადა, 4,5 მილიონს მის მიერ მოზიდული ინვესტიციების ასანაზღაურებლად ითხოვს, 2,5-ს კი, როგორც თავად უწოდებს ”დამფუძნებლების მხრიდან თვალთმაქცური შეთანხმებებით მიყენებული მატერიალური ზიანისთვის.” გარდა ამისა, კიწმარიშვილი აპირებს პროკურატურას მიმართოს სტუდია "მაესტროს" გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის საქმიანობის გამოსაძიებლად. "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ 30 იანვრიდან ტელეკომპანია "მაესტრო" ძველი, თუ ახალი შემადგენლობით ფუნქციონირებას დაიწყებს. ცნობისათვის, ”მაესტრო” ამჟამადაც ფუნქციონირებს და მისი საკაბელო მაუწყებლობა რადიო ”მაესტროს” შენობიდან ხორციელდება. ეროსი კიწმარიშვილის ნებისმიერ მოქმედებას ტელეარხის დამფუძნებლები უკანონოდ მიიჩნევენ, რადგან მათი განცხადებით, ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიასთან” კონტრაქტი შეწყვეტილია.
XS
SM
MD
LG