Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეგენდარული შიმპანზე ჩიტა მოკვდა


შიმპანზე ჩიტა, რომელიც 1930 წელს გადაღებულ ფილმ „ტარზანში“ მონაწილეობდა, 80 წლის ასაკში თირკმლის დაავადებით მოკვდა. ჩიტა ფლორიდაში, პრიმატების სპეციალურ ნაკრძალში 1960 წლიდან ცხოვრობდა. ნაკრძალის თანამშრომელთა თქმით, ხანდაზმული ასაკის მიუხედავად ჩიტას უყვარდა თითებით ხატვა, ფეხბურთის ყურება და გაცინებული ხალხის დანახვა.
XS
SM
MD
LG