Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკოს ქმარი ჩეხეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ქმარმა ჩეხეთის რესპუბლიკას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ასეთი მიმართვის არსებობა დაადასტურა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა, რომელმაც ჩეხეთის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს "განზრახული აქვს დააკმაყოფილოს ტიმოშენკოს მეუღლის თხოვნა". ჩეხეთის მედიის ინფორმაციით, 51 წლის ალექსანდრ ტიმოშენკო უკვე გასული წლის ბოლოდან იმყოფება ჩეხეთში. ამავე პერიოდში გამოიტანა კიევის სასამართლომ განაჩენი მისი მეუღლის, იულია ტიმოშენკოს მიმართ, რომელსაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის. ამჟამად უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასჯელს იხდის ხარკოვის კაჩანოვის კოლონიაში. რაც შეეხება მის ქმარს, ალექსანდ ტიმოშენკოს, იგი არ იყო საჯარო პირი, პრაქტიკულად არ ურთიერთობდა მედიასთან და არ ჩნდებოდა ხალხის წინაშე. გამონაკლისს წარმოადგენს იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი, რომელზეც ალექსანდრ ტიმოშენკო ხშირად ჩნდებოდა სასამართლო დარბაზში იულია ტიმოშენკოსა და მათ ქალიშვილ ევგენიასთან ერთად.
XS
SM
MD
LG